ახალი ელჩები
ავსტრიის რესპუბლიკაში ელჩად, ასევე: ეუთო-სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ის სხვადასხვა დროს ნატოში, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. ჟენევაში გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე იქნება. მანამდე კვიპროსში და შვეიცარიაში მსახურობდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა, რომელიც თურქეთში, საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, სირიაში, ირანსა და პაკისტანში მუშაობდა. უზბეკეთში საქართველოს ინტერესებს დაიცავს დავით კოტარია. იგი ბელარუსის რესპუბლიკაში მსახურობდა, ბელარუსში კი გიორგი საგანელიძე მიავლინეს. ის სომხეთის რესპუბლიკაში იყო ელჩი.