პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. ასევე იმსჯელეს საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ.