სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.
