საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები პრემიერმა ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სპორტის მინისტრმა, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.
