აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრის ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრის ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. ლევან მგალობლიშვილმა ორ ჟურნალისტს - გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა. გულიადა ჭკადუა აფხაზეთის თემაზე მრავალი წელია, მუშაობას, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი საინტერესო კადრის ავტორია.
