საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა. ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. ერევანში მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, დაესწრო. სტადიონზე იმყოფებოდნენ ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები. მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. ფეხბურთელების წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, თბილისის მერი. საქართველოსა და სომხეთის გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
