საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი რევაზ ლომინაძე. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ელჩი იქნება გიორგი ჯანჯღავა. უზბეკეთში კი დავით კოტარია. ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი გიორგი საგანელიძე დაინიშნა.
