საფრანგეთმა და იტალიამ უკრაინის საბრძოლო მასალებით უზრუნველსაყოფად ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკეს
საფრანგეთმა და იტალიამ უკრაინის საბრძოლო მასალებით უზრუნველსაყოფად ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკეს. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმ გამოწვევებისა, რასაც ევროკავშირი აწყდება, კიევისთვის ამერიკული მხარდაჭერის ჩანაცვლებისას. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს ბრიუსელში შეკრებილი ლიდერების უმეტესობამ მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაფინანსების გამოყოფას, საფრანგეთი და იტალია კონკრეტული მოცულობის დაფინანსების გამოყოფის საკითხს აფერხებენ.
