დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის დაშლის დაწყების შესახებ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის დაშლის დაწყების შესახებ. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები განათლებაზე სოლიდურ თანხას ხარჯავს, დიდი ხანია, მოსწავლეთა სათანადო განათლებას ვეღარ უზრუნველყოფს. ტრამპმა განმარტა, რომ მისი ადმინისტრაცია კანონიერ ნაბიჯებს გადადგამს დეპარტამენტის გასაუქმებლად.
