სტამბოლსა და იზმირში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
სტამბოლსა და იზმირში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიციელებიც. თურქეთში სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებენ. ექრემ იმამოღლუ პოლიციამ 19 მარტს დააკავა. მას კორუფციასა და ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებენ. ოპოზიცია სტამბოლის მერის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
