კიტ კელოგის განცხადება
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. „არა პირდაპირი მოლაპარაკებები“ გაიმართება. მისივე თქმით, საუდის არაბეთში ტექნიკური ჯგუფები გაემგზავრებიან. მოლაპარაკებებზე იქნებიან უკრაინაც და რუსეთიც, მაგრამ ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლები მათთან სხვადასხვა ოთახში იმუშავებენ. მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 24 მარტს გაიმართება.
