ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკები და შესყიდვის ფაქტების ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერებიც აქვთ. პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.