საქართველოს ნაკრების დამაჯერებელ გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები
საქართველოს ნაკრების დამაჯერებელ გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები. პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს სომხეთთან გამარჯვება მიულოცეს და გუნდს წარმატება უსურვეს.
