პრემიერ-მინისტრი სომხეთში
სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება. მატჩს ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან. ირაკლი კობახიძე უკვე ერევანშია. ის ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მანამდე კი ისაუბრეს: სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია
