გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში საელჩო გახსნა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში საელჩო გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიპლომატიური მისია ჯერჯერობით სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს. საელჩოს სრულად აღდგენამდე კი სირიას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება. ბერბოკი დამასკოში დღეს ჩავა. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ლიდერსა და წარსულში ტერორისტ, აჰმედ ალ შარას, ბერბოკი რამდენიმე კვირის წინაც შეხვდა. რის შემდეგაც გერმანიამ სირიის გარდამავალ მთავრობას დახმარების სახით 300 მილიონი დოლარი გამოუყო
