უკრაინამ რუსეთის სარატოვის რეგიონში, ენგელსის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის სარატოვის რეგიონში, ენგელსის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ადასტურებს. მათი ცნობით, აღნიშნულ სამხედრო ავიაბაზას ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებისა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებდნენ. ენგელსის ავიაბაზაზე იერიშებს აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. რუსული მხარის ცნობით, დაშავდა 10 ადამიანი და რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
