სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე
სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი პოსტს ურთავს ბაია პატარაიას სტატუსს. სპიკერის თქმით, სწორედ საფრანგეთის ელჩის დუმილის შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე ჟურნალისტია. პაპუაშვილი წერს, რომ საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეოს ხელმძღვანელმა, მსგავსი გამონათქვამები საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართაც გამოიყენა. ქრონიკამ საფრანგეთის საელჩოს კითხვით მიმართა გმობს თუ არა ელჩი ჟურნალისტის მიმართ სიძულვილის კამპანიას - დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია