თურქეთში სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, 37 ადამიანი დააკავეს
თურქეთში სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, 37 ადამიანი დააკავეს. როიტერსის ინფორმაციით, პოლიციამ ის ადამიანები დააკავა, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროვოკაციული, ძალადობის წამქეზებელი პოსტები გამოაქვეყნეს. თურქეთის საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ სოციალურ ქსელებში საერთო ჯამში მსგავსი ხასიათის 261 გვერდს მიაგნეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, საზღვარგარეთიდან იმართებოდა. შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დედაქალაქ ანკარაში დემონსტრაცია მოჰყვა. საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
