ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ტესლას ავტომობილებზე თავდასხმები, შიდა ტერორიზმად შეაფასა
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ტესლას ავტომობილებზე თავდასხმები, შიდა ტერორიზმად შეაფასა. როგორც პემ ბონდიმ ფოქს ნიუსთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში, უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გენერალური პროკურორის განმარტებით, იძიებენ იმასაც, თუ ვინ უწევს ორგანიზებას და აფინანსებს ილონ მასკის კუთვნილი კომპანიის პროდუქტზე თავდასხმებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის რადიკალი მოწინააღმდეგეები ტესლას ავტომობილებს, სადილერო მაღაზიებს და ელექტრომობილების დამტენ სადგურებს მოლოტოვის კოქტეილებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ესხმიან თავს.
