დონეცკის რეგიონში რუსეთის იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა
დონეცკის რეგიონში რუსეთის იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი,. დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა სუმის ოლქშიც. დრონებით შეუტია რუსეთის ტერიტორიას უკრაინამაც. შედეგად სარატოვში, რუსეთის სტრატეგიულ ბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. კიევი ირწმუნება რომ რუსეთის მიერ გაშვებული 171 დრონიდან 75 ჩამოაგდო, მოსკოვი კი აცხადებს, რომ მისმა თავდაცვამ 132 უკრაინული დრონი მოიგერია.
