ნარკოდანაშაულის ბრალდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები ამოიღეს . დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
