ჩვენი საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის ემზადება
ჩვენი საფეხბურთო ნაკრები კი სომხეთის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის ემზადება. შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონში ადგილს - ეს ყველაფერი ორ მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი თამაში დღეს ერევანში, 21 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ სომხეთის დედაქალაქში ქართველი ქომაგები იმყოფებიან. 18:00 საათზე ისინი მსვლელობას გეგმავენ. თამაშის საჯარო ჩვენება კი, მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.