ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. რიგით მეოთხე აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება.
