ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებელზე სტუმრობისას
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებელზე სტუმრობისას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ღირებულებითი თანხვედრა არსებობს და ურთიერთობების გადატვირთვა ორმხრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს. მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ შტატებში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეულია.
