პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენაზე წერს. შალვა პაპუაშვილი პოსტს ურთავს ბაია პატარაიას სტატუსს. სპიკერის თქმით, სწორედ საფრანგეთის ელჩის დუმილის შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე ჟურნალისტია. პაპუაშვილი წერს, რომ საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეოს ხელმძღვანელმა მსგავსი გამონათქვამები საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართაც გამოიყენა.