ირაკლი რუხაძის ინიციატივა
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს. ირაკლი რუხაძე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე. რუხაძე საკითხის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას ცდილობს.
