გამოძიების ფედერალური ბიურო და ლას ვეგასი ტესლას ავტომობილებზე თავდასხმას ერთობლივად იძიებენ
გამოძიების ფედერალური ბიურო და ლას ვეგასი ტესლას ავტომობილებზე თავდასხმას ერთობლივად იძიებენ. ვანდალიზმისა და პირადი ქონების ხელყოფის შემთხვევა ლას ვეგასში, ავტომობილების მაღაზიაში მოხდა, სადაც ტესლას რამდენიმე ავტომობილი იყო. გამოძიების ცნობით, უცნობმა ელექტროავტომობილებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის გამოც ორი ავტომობილი დაიწვა, რამდენიმე კი ნაწილობრივ დაზიანდა. ბოლო კვირებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ილონ მასკის კუთვნილი ტესლას ფირმის ელექტრომობილებზე თავდასხმები გახშირდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მოწინააღმდეგეების ნაწილი პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. ილონ მასკი თავდასხმებში მემარცხენე აქტივისტებს ადანაშაულებს.
