20 მარტს რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
20 მარტს რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ტრანსლირება მოხდება. დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. უეფა-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ 21:00 საათზე, ერევანში გამართავს.
