უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება კიევისთვის წითელი ხაზი იქნება და ასეთ პირობას არ დათანხმდება
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება კიევისთვის წითელი ხაზი იქნება და ასეთ პირობას არ დათანხმდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ომის დასრულების ნებას არ გამოხატავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა, რუსეთმა უკრაინას 150-ზე მეტი დრონით შეუტია და სხვადასხვა რეგიონში იერიშების სამიზნე გახდა როგორც ენერგო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ორი საავადმყოფო.
