ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სივრცეს კურიერები დასასვენებლად იყენებენ. მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოეწყობა საჭირო ინფრასტრუქტურა, კურიერებს კი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ.
