მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს. საუბარია ბრიტანული სტანდარტების დანერგვაზე. პროექტის განხილვისას ითქვა, რომ მედია გარემო უნდა იყოს დაბალანსებული და მაუწყებლებმა მიიღონ ზომები იმისთვის, რომ არ გავრცელდეს დეზინფორმაცია. დეპუტატებმა ასევე ცოტა ხნის იმსჯელეს მაუწყებლების დაფინანსების საკითხზე, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი მოიცავს.
