ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - 8 კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - 8 კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. 12 წლიდან უვადო პატიმრობამდე - სასჯელი მკაცრდება ნარკორეალიზატორების მიმართ. კანონში მკაცრად გაიმიჯნება მიდგომა რეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ. გაჩნდება ჩანაწერი სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ცვლილებები და მიზანი პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა.
