ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა კი ესკალაციის მართვის კონსულტანტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა კი ესკალაციის მართვის კონსულტანტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო. მედიასთან კომენტარი რამდენიმე მონაწილემ გააკეთა. ისინი დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მმართველი გუნდის განცხადებით, რადიკალური ჯგუფები ახალ მითითებებს იღებენ, რაც შედეგს ვერ გამოიღებს.
