„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენას ახალი ევროპული რეისებით იწყებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენას ახალი ევროპული რეისებით იწყებს. 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს პირდაპირი ფრენა შესრულდება ფორლის მიმართულებით, ხოლო 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს, რომის მიმართულებით. ჯამში, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური რეისები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირე პარიზისა და ნიცის მიმართულებით.
