ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იგეგმება
ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იგეგმება. გზაჯვარედინზე დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება. ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გამოიყოფა გზა ფეხით მოსიარულეთათვის. ტერიტორიაზე იქნება უსაფრთხოების კუნძულებიც.
