სახალხო დამცველი ეხმიანება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე მედიის შერჩევით დაშვებას
სახალხო დამცველი ეხმიანება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე მედიის შერჩევით დაშვებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია.
