ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. სამდღიან გამოფენაზე ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა მიეცათ ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვის ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
