უნგრეთის პარლამენტმა „ლგბტ პლუს“ პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო
უნგრეთის პარლამენტმა „ლგბტ პლუს“ პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. მმართველი პარტიის ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-ი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრის დროს ოპოზიციის წევრებმა ფერადი კვამლი გაუშვეს. კანონპროექტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები გამოიყენონ.
