კანონპროექტები ეროვნული ინტერესებისთვის
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში. კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამ ნორმის გაუქმებამ, ქვეყანა შიდა საფრთხეებისგან დაუცველი დატოვა. დღესვე მეორე სასესიო მოსმენით, პარლამენტმა „ფარას" ზუსტ ასლზე იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ განსხვავებით უკვე მოქმედი გამჭვირვალობის კანონისა, ამერიკული კანონი გაცილებით მკაცრია და ორგანიზაციების გარდა, ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. ეს კი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის, საუკეთესო მექანიზმია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
