აუდიენცია პრეზიდენტთან
შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო როლი იყო პრეზიდენტის ჩინეთის ელჩთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბარი სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასაც შეეხო. ასევე, რეგიონში და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებს.
