დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება. როგორც კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან და ამისთვის წინასწარ განსაზღვრული შეზღუდვა არ არსებობს. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ლიდერები უკრაინაში სიტუაციის მოგვარების, ასევე შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებს განიხილავენ.
