უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და რუსეთისგან პასუხს ელოდება
უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და რუსეთისგან პასუხს ელოდება - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ანდრეი სიბიგას სჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობით, უკრაინისთვის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. უკრაინელმა დიპლომატმა ასევე განმარტა, რომ დღეს ტრამპსა და პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შემდეგ, კიევი მოსკოვისგან ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობას ელის.
