ვინ მართავდა შეერთებულ შტატებს ბაიდენის დროს?
ვინ მართავდა შეერთებულ შტატებს ბაიდენის დროს? - თეთრი სახლის შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა ადეკვატურად არ აცნობიერებდა თუ რას აწერდა ხელს, როდესაც 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებსა თუ საკუთარი ოჯახის წევრებს იწყალებდა. ჯო ბაიდენის მექანიკური ხელმოწერის მქონე დოკუმენტების სიმრავლის ფონზე, სტივენ მილერი განმარტავს, რომ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ადმინისტრაციის საქმიანობასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად არ იყო ჩართული.
