საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა
2024-ის წლის მეოთხე კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,5 პროცენტით გაიზარდა და 2 217 ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, შედარებით მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო, სადაზღვევო და სამშენებლო სფეროებში დაფიქსირდა.
