საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ვიზიტით იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ვიზიტით იმყოფება. პირველი დიპლომატი ნიუ დელიში მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდზე. ისაუბრა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, შუა დერეფანზე და აღნიშნა, რომ არსებობს პროექტები, რომლის განხორციელებაც, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ ეხება ჩვენს ქვეყანას. პანელურ დისკუსიაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე. განაცხადა, რომ ამ გამოწვევას საქართველო ეკონომიკური განვითარებით და სწორი რეფორმებით პასუხობს.
