პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი, ხელს უწყობს ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, აძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს, ბიზნეს კავშირებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს.
