საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი გენდერი აღარ იქნება
საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი გენდერი აღარ იქნება. დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კანონებში არსებული ჩანაწერი გენდერული საკითხები, შეიცვლება ჩანაწერით - ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები.
