ქველმოქმედებით შეფუთული ძალადობის დაფინანსება
ქველმოქმედებით შეფუთული ძალადობის დაფინანსება - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ძალადობის წახალისების გარდა, ამ ფონდების მიზანი, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაა. ოპოზიცია ფონდებიდან აქციების დაფინანსების სქემაში, პრობლემას ვერ ხედავს.
