საქართველოში ჩეხეთის საელჩომ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, ჩეხეთის პარლამენტის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა
საქართველოში ჩეხეთის საელჩომ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სენატის კომიტეტის რეზოლუციას და საქართველოს საქმეებში ჩარევას ეხებოდა, ჩეხეთის პარლამენტის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ქვეყნის მმართველობის მოდელი განგვიმარტა. ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, თუმცა მან რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ახალ არჩევნებსა და სანქციებზე, კომენტარი არ გააკეთა.
