ნასას ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 9 თვე იყვნენ ჩარჩენილნი, დედამიწაზე ბრუნდებიან
ნასას ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 9 თვე იყვნენ ჩარჩენილნი, დედამიწაზე ბრუნდებიან. ილონ მასკის ხომალდ სფეის იქს დრაგონით ხმელეთისკენ მგზავრობა, საშუალოდ 17 საათი გაგრძელდება. ასტრონავტები სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი მისიის ფარგლებში კოსმოსში 2024 წლის ივნისში გაემგზავრნენ. მათ კოსმოსში მხოლოდ 8 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ხომალდზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩნენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ილონ მასკი აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენმა ასტრონავტები კოსმოსში პოლიტიკური მიზეზების გამო ჩატოვა.
